იოსებ ათონელი(ისიხასტი) - განსაცდელები
იოსებ ათონელი(ისიხასტი)

თემა: განსაცდელები

ჩემს უსაზღვრო ურვაში ისევე, როგორც უწინ, ნათლით მოსილი, ჯვარზე მეჩვენა იესო, თავი დახარა და შემახსენა: "ნახე რამდენი ავიტანე შენი გულისთვის!" და ყველა ჩემი მწუხარება კვამლივით განქარდა.
    რა ვთქვათ ეგზომ სიყვარულზე, რომელსაც უფალი გვიმჟღავნებს, რათა გვაცხოვნოს! ჩვენ კი უმცირესი განსაცდელის გამო ამას ვივიწყებთ. თუმცაღა კი განსაცდელთა და ჭირთა შორისაა ქრისტე. მაგრამ განცდები და ზრუნვა იმაზე, როგორ ვიცხოვროთ, არ ითვლება ჭირად, არამედ მხოლოდ ქრისტეს გამო მწუხარება. დევნა, ტანჯვა სხვისი ხსნისათვის, ღვაწლი ქრისტეს სიყვარულისთვის, და განსაცდელთათვის წინააღმდეგობის გაწევა. გაჭირვება ვიდრე სიკვდილამდე, ქრისტეს გულისთვის. უსამართლო შეურაცხყოფისა და ლანძღვის დათმენა. ყველასგან მოძულება, როგორც ხიბლში მყოფისა. მაშინ უფალი სამართლიანად ანუგეშებს სულს და ახარებს მას
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები