
ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
სიბრალული
რა მადლია ქვეყანაზე, რომ ყველა სხვა მადლი იქიდამ გამოდიოდეს, როგორც სხივები მზისაგან? მწამს და
რა მადლია ქვეყანაზე, რომ ყველა სხვა მადლი იქიდამ გამოდიოდეს, როგორც სხივები მზისაგან? მწამს და ვაღიარებ, რომ ამმისთანა მადლი - მადლია სიბრალულისა. მადლსაც სიმართლისას, პატიოსნებისას, სიყვარულისას, ნუგეშცემისას, ერთმანეთის განკითხვისას, შეწყნარებისას, შენდობისას, - დასაბამად, სათავედ სიბრალულის მადლი აქვს. თუ გებრალება, უსამართლობას ვერ უზამ; თუ გებრალება, უნამუსოდ ვერ მოექცევი; თუ გებრალება, გეყვარება კიდეც; თუ გებრალება, ნუგეშსაცა სცემ; თუ გებრალება, გულით წმინდით განიკითხავ; თუ გებრალება, შეიწყნარებ; თუ გებრალება, შეუნდობ.
|