წმ. ანტონი დიდი - სიზარმაცე
წმ. ანტონი დიდი

თემა: სიზარმაცე

28. ყოფითი იმედებით ცთუნებულებს და მხოლოდღა სიტყვით მცოდნეებს იმისას, რაც უმშვენიერესი ცხოვრებისთვის არის საქმნელი, იგივე სჭირთ, რაც იმათ, რომლებიც წამლებსა და სამკურნალო საშუალებებს მოიხმარენ, მაგრამ თუ როგორ უნდა მოიხმარონ, არც უწყიან და არც აწუხებთ ეს. ამიტომაც, ჩვენგან ჩადენილ შეცოდებათა გამო ნურც ოდესმე ჩვენს წარმოშობას და ნურც ვისმე სხვას დავდებთ ბრალს, თუ არა მხოლოდ ჩვენსავე თავს, რადგან თუ თვით სულს ნებავს მცონარება, არ შეიძლება არ დამარცხდეს იგი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები