
ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: თავისუფლება
56. თავისუფალი ისაა, ვინც არ ემონება სიამეებს, არამედ აზრითა და კეთილგონიერებით ბატონობს სხეულზე და დიდი მადლიერებით კმაყოფილდება იმით, რაც ღვთით ებოძა, თუნდაც რომ მეტად კნინი იყოს ეს ნაბოძები, რადგან როდესაც ღვთისმოყვარე გონება და სული თანხმობაშია, მაშინ მშვიდობა აქვს მთელ სხეულს და უწადილობა, რადგან ინებებს რა სული, იშრიტება მთელი სხეულებრივი აღძრულობა