ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: სასწაულები
მამა გაბრიელმა ჩემი მეგობარი მაშინვე თავისთან იხმო და იქვე მდგარი ღვინის ბოთლის მიტანა დაავალა. შემდეგ მიუბრუნდა და მამაშვილური სიყვარულით უთხრა სახარებისეული სიტყვები: იცოდე, რაც პირში შედის, ის კი არ ბილწავს ადამიანს, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის.
ამ სიტყვების ნათელი დადასტურებაა ერთი ამბავი, რომელსაც ერთხელ მამა გაბრიელთან ყოფნის დროს შევესწარი. იგი, ჩვეულებისამებრ, სხვადასხვა თემებზე გვესაუბრებოდა. ერთი შეხედვით ნასვამ მდგომარეობაში იყო, ფეხზე დგომა უჭირდა და საუბრისას ენაც ებმოდა. ამ დროს ვიღაც უცნობი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და ჩვენს მახლობლად დადგა. მამა გაბრიელმა შეხედა თუ არა მას, ლაპარაკი შეწყვიტა, ფეხზე წამოდგა და უთხრა: წუხელ შენზე გამოცხადება მქონდა და უნდა გელაპარაკო. ამ დროს ყველამ შევნიშნეთ, რომ ის თვალის დახამხამებაში გამოფხიზლდა და ისე გამართულად დაუწყო უცნობს საუბარი, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბერს, სულ რაღაც ხუთი წუთის წინ, ალკოჰოლის თუნდაც სულ ერთი წვეთი მაინც ქონდა მიღებული.