
ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
წყარო:
მოგონებები მამა გაბრიელზე
ნეტავი არ დაავიწყდეს წიგნის მოცემა
ნეტავი არ დაავიწყდეს წიგნის მოცემა
ბერი ხანდახან ანტიქრისტეზე გვესაუბრებოდა და გვეუბნებოდა: მისი მოსვლის დრო ისე ახლოს არის, რომ იგი უკვე კარზე აკაკუნებსო. როდესაც უფრო დაწვრილებით დავეკითხე, მაინც როდის იქნება მისი მოსვლა მეთქი, პასუხის გაცემაზე უარი მითხრა - რომ გითხრა, შეგეშინდებაო. საუბრის დასაწყისში დამპირდა, რომ ანტიქრისტეზე წიგნს მაჩუქებდა. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მამა გაბრიელისგან სახსოვრად რაიმე მქონოდა და, როგორც კი გულში გავიფიქრე, -მეთქი, მან მაშინვე შემაწყვეტინა საუბარი, წამოდგა და მითხრა: ეხლა წიგნი უნდა მოგიძებნო, მერე რომ არ დამავიწყდესო.