
ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
წყარო:
მოგონებები მამა გაბრიელზე
თემა:
სასწაულები
ან სკვნილი უნდა მეჩუქებინა, ან ცოლად მომეყვანა
ან სკვნილი უნდა მეჩუქებინა, ან ცოლად მომეყვანა
ჩემს მეუღლეს დედა გარდაცვლილი ჰყავს. როდესაც გავიცანი, მამა გაბრიელის სკვნილი ვათხოვე, რის შემდეგაც მითხრა: სკვნილი კისერზე რომ დავიკიდე, ისეთი სიხარული შემომივიდა გულში, ასე მგონია, დედა გამიცოცხლდაო. ამ სიტყვების მერე მომინდა მისთვის ეს სიხარული არ მომეკლო. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, . სკვნილი ვერ გავიმეტე და თავად წამოვიყვანე სახლში-მეთქი. დედის გარდაცვალების შემდეგ საშინელ სულიერ მარტოობას განიცდიდა და მამა გაბრიელისთვის უთხოვია, მისთვის მორწმუნე მეორე ნახევარი გამოეგზავნა. რატომღაც ასეთი განცდა ჰქონდა, რომ მის მეუღლეს გიორგი უნდა რქმეოდა და მამა გაბრიელისთვისაც ასე მიუმართავს, მალე გამაცანი გიორგიო. როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი გავიცანით, ჩვენ შორის პირველი დღეებიდანვე ძლიერი ურთიერთსიმპათია გაჩნდა. ის, თურმე, განიცდიდა: რა იქნებოდა, გიორგი რქმეოდა. მართლა დავიჯერებდი, რომ მამა გაბრიელმა გამომიგზავნაო - მან ჯერ არ იცოდა, რომ ეკლესიურად გიორგი მქვია. ასე რომ, ჩვენს დაოჯახებაშიც მამა გაბრიელის შემწეობა გამოვლინდა.