არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

წმ. მამა გაბრიელის შემწეობით მოვლენილი პატარა

წმ. მამა გაბრიელის შემწეობით მოვლენილი პატარა

რვა წლის განმავლობაში, შვილი არ გვეძლეოდა, რის გამოც მუდმივად ვევედრებოდით უფალს და მის წმინდანებს. მათ შორის, განსაკუთრებით, მამა გაბრიელს; გვჯეროდა, რომ იგი აუცილებლად შეგვეწეოდა. ხშირად ნუგეშისთვის სხვადასხვა სახის მინიშნებებსაც ვღებულობდით, მაგრამ ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ასე ველოდით, ძალზედ ყოვნდებოდა. როდესაც გაბრიელ ბერის საფლავის გახსნა მოხდა, უფლისა და, რა თქმა უნდა, თავად მამა გაბრიელის შეწევნით, ასევე, მამა კირიონ ონიანის დიდი თანადგომით, მოგვეცა შესაძლებლობა, ამ უდიდეს მოვლენას დავსწრებოდით სამთავროს მონასტერში. მთელი ღამის განმავლობაში მის საფლავთან ახლოს ვიდექით ისე, რომ ვერც დაღლას და ვერც ყინვას ვერ ვგრძნობდით. განსაკუთრებით, შვილიერების მომადლებას შევთხოვდით ჩვენთვის საყვარელ წმინდანს; სწორედ ამ მადლმოსილი მოვლენის წლისთავზე შევიტყეთ, რომ პატარას ველოდებოდით. ყოველივე ამას წინ უძღოდა ისიც, რომ 2014 წლის 2 ნოემბერს (გაბრიელ ბერის გარდაცვალების დღეს) სახლში მოგვიბრძანდა სპეციალურად ჩვენი ოჯახისთვის დაწერილი მამა გაბრიელის ხატი (სწორედ ეს ხატი გახლავთ გამოსახული ბროშურის გარეკანზე), 2015 წლის 2 ნოემბერს კი ჩვენი გაბრიელი გაქრისტიანდა.
3