ავტორი:
ილია II
გონიერი დედაკაცი უფლისაგანაა
გონიერი დედაკაცი უფლისაგანაა
აი, რას ბრძანებს მაცხოვარი მეუღლეთა შესახებ: „ვინც გაეყრება თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“ (მთ. 19, 9). ამიტომაც ადამიანებს სერიოზული დაფიქრება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: „სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი უფლისაგან არის“ (იგავ. 19, 14).