ილია II
ავტორი: ილია II
თემა: შობა

აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა

აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლემის ცივ გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლ უჩვეულო ყრმას და გავიხაროთ სიხარულითა დიდითა, რადგან ეს დღე არის საწყისი ცოდვის ბორკილთაგან ჩვენი გათავისუფლებისა და სულიერი თვალ-მარგალიტით გამშვენებისა, დღე იმ აღთქმის აღსრულებისა, რომელსაც ათასწლეულების მანძილზე ელოდა კაცთა მოდგმა, წინასწარმეტყველთა და მართალთა მთელი თაობები
0