
ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 26]
76. გონიერთ მართებთ განუწყვეტლივ იხსენებდნენ, რომ ამ ცხოვრებაში მცირედი და ხანმოკლე შრომის დათმენით
76. გონიერთ მართებთ განუწყვეტლივ იხსენებდნენ, რომ ამ ცხოვრებაში მცირედი და ხანმოკლე შრომის დათმენით სიკვდილის შემდეგ უდიდესი სიამითა და საუკუნო ლხენით ვიშვებთ ადამიანები. ამიტომ, ვინც ერკინება ვნებებს და სურს, რომ გვირგვინი მიიღოს ღვთისგან, თუ დაეცემა, ნუ აღმოჩნდება სულმოკლე, ნუ დაახანებს დაცემულობაში და სასოს ნუ წარუკვეთს თავის თავს, არამედ აღდგეს და კვლავ იბრძოლოს, კვლავ იზრუნოს გვირგვინისათვის ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, შემთხვეული დაცემისგან წამომართულმა, რადგან სხეულებრივი ჯაფა სათნოებათა საჭურველია და იგი მაცხოვნებელი ხდება სულისთვის
|