წმ. ილია მართალი
თემა: სამშობლო

მამული!.. ამ სიტყვის ყოვლადმპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ

მამული!.. ამ სიტყვის ყოვლადმპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითვეულება - ეგ ჭირთაჭირი - არა მეფობს, იქ მაგ სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითვეულსა - მთელის ხალხისა და მთელს ხალხს - თვითვეულისა ჭირი და ჭირი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი და პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღვლითა ნაღვლობს, ლხინითა ლხინობს, დღეობითა და დიდებითა დღესასწაულობს. იქ მაგ სიტყვაში ყოველია და ყოველში ყველა არის.
 
0