ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: სასუფეველი
92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უკეთურ ზრახვებს რომ შთაუგდებს სულს, არამედ მყისვე გაიხსენე ზეციური სიკეთენი და შენს თავს უთხარი: თუკი ვისურვებ, ჩემს ნებაზეა, რომ დავძლიო ეს შემოტევაც ვნებისა, ვერ დავძლევ კი, თუ პირიქით, იმას ვისურვებ, რომ შევისრულო ჩემეული სიამეთნდომა. აი, ეს იღვაწე, რასაც ძალუძს აცხოვნოს შენი სული.