
ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 31]
თემა:
ღვთის სათნო ყოფისათვის
99. როდესაც ღმერთმა თვითუფლებრივად შექმნა ადამიანი, როგორც უშურველმა და კეთილმა, მიანიჭა კიდეც მას
99. როდესაც ღმერთმა თვითუფლებრივად შექმნა ადამიანი, როგორც უშურველმა და კეთილმა, მიანიჭა კიდეც მას შემძლეობა იმისა, რომ სურვილისამებრ გამხდარიყო სათნო ღვთისა, ღმერთს კი ის ესათნოება, რომ ადამიანში არ იყოს ბოროტება. მართლაც, თუ ადამიანებისთვისაც, ერთი მხრივ, საქებარია კარგი საქმენი და ღირსეული ღვთისმოყვარე სულის სათნოებანი, მეორე მხრივ კი დასაგმობია სამარცხვინო და უკეთური მოქმედებანი, რაოდენ მეტად - ღვთისთვის, რომელსაც ნებავს, რომ ადამიანის ცხონება მოხდეს?
|