
ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 35]
121. რასაც კი აკეთებს ღმერთი, როგორც კეთილი, ადამიანისთვის აკეთებს, - კარგსაც და ცუდსაც. იმისათვის,
121. რასაც კი აკეთებს ღმერთი, როგორც კეთილი, ადამიანისთვის აკეთებს, - კარგსაც და ცუდსაც. იმისათვის, რომ არ გიკვირდეს უკეთურთა კეთილდღეობა, იცოდე, რომ ისევე როგორც ქალაქები აძლევენ სარჩოს ჯალათებს, თუმცა კი ამით მათ უსაშინლეს არჩევანს როდი აქებენ, არამედ სწორედ მათ მიერ სჯიან იმათ, რომლებიც სასჯელს იმსახურებენ, ამგვარადვე ღმერთიც ანებებს უკეთურ ადამიანებს, იბატონონ, ამ ცხოვრებაზე, რომ მათი გზით დაისაჯოს, ვინც უღირსია, თუცმა შემდეგ ესენიც სასჯელს გადაეცემიან, რადგან მათ არათუ ღვთისადმი მსახურების გამო, არამედ საკუთარ უკეთურებას დამონებულებმა, ბოროტება გაუკეთეს ადამიანებს.
|