ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: გლოვა ცოდვებისათვის
ერთმა გამოცდილმა მოღვაწემ ასეთი რამ მითხრა: - როდესაც ამპარტავნებისკენ ვგრძნობდი სწრაფვას, ან მრისხანება ან ნაყროვანების ვნება მიპყრობდა,მაშინ ცრემლებზე ფიქრი შინაგანად მამხელდა და მეუბნეოდა: - ნუ მიეცემი ამპარტავნებას, თორემ მე დაგტოვებ, - ამგვარადვე მიცავდა ის სხვა ვნებებისაგანაც. მე კი ვპასუხობდი: - არასოდეს გარდავალ შენს ნებას, ვიდრე ქრისტეს წინაშე არ წარმადგენ.