
ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: თავისუფლება
125. ღმერთმა, მარადის კეთილმა და უშურველმა, უფლებამოსილება მისცა ადამიანს კეთილისა და ბოროტისა, მიანიჭა რა მას ცოდნა, რომ განეჭვრიტა ქვეყნიერება და ყოველივე, რაც მასშია, და ამ გზით შეეცნო იგი, ვინც შექმნა ყოვლიერება ადამიანისთვის, მაგრამ შეუძლია უღირსს, რომ სურვილისამებრ, არ შეიცნოს ღმერთი, რადგან ნება აქვს მას, არც სწამდეს, თავსაც იუბედურებდეს და ჭეშმარიტების საწინააღმდეგოსაც ფიქრობდეს. დიახ, ესოდენი უფლებამოსილება აქვს ადამიანს, - კარგისაც და ცუდისაც.