ერთ-ერთ საგაზეთო საგაზეთო შენიშვნაში ვკითხულობთ: ინგლისელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოლო 20 წლის

ერთ-ერთ საგაზეთო საგაზეთო შენიშვნაში ვკითხულობთ: "ინგლისელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მოსწავლეებს გაუუარესდათ კომუნიკაციის ჩვევები. ბავშვებს უძნელდებათ საკუთარი აზრების გამოხატვა. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ტელევიზორის ყურებამ შეცვალა. ადრე, საღამოობით ოჯახის წევრები ერთად იკრიბებოდნენ და მთელი დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს განსჯიდნენ. ასეთი საუბრების დროს ბავშვები სწავლობდნენ თავიანთი აზრების სწორად გამოხატვას. ახლა ბავშვები მოდიან სახლში სკოლიდან და მთელ დროს ტელევიზორის ეკრანთან ატარებენ. მათ მიერ მიღებული ვიზუალური ინფორმაცია არ მოითხოვს გააზრებას და დაფიქრებას. ტელევიზიის გამო ბავშვები მცირე დროს უთმობენ თანატოლებთან ურთიერთობას და ძალზე ცოტას წერენ და კითხულობენ". "გამოკვლევების თანახმად, ამერიკელებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ კომპიუტერებით გადამეტებულ გატაცებას მივყავართ საყოველთაო მარტოობამდე" - წერს ჟურნალი "Здоровье"
 
3