ზეციური ხილვა, რომელმაც ორი დიდი წმინდანი შეარიგა

ზეციური ხილვა, რომელმაც ორი დიდი წმინდანი შეარიგა

ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, წმიდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმიდა მღვდელმთავარი. სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააშმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე. ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა (დაახლ. 436-440; ხს. 4 თებერვალს) არაერთხელ მიმართა მღვდელმთავარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმიდანთა დიპტიხში შეეტანა, მაგრამ ამაოდ, ერთხელ კი, ძილში, კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში – თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. მღვდელმთავარს უნდოდა, მიახლებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აყენებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმიდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როცა შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა: "შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის”. მაშინ იოანემ თქვა: "ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით”, შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა წმიდა მღვდელმთავარი.
    
    კირილემ შეინანა ღვთის სათნომყოფელი მამის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.
0