image

მშივრები იქნებით - მიირთვით ჩემი ცერცვი

მშივრები იქნებით - მიირთვით ჩემი ცერცვი

ერთხელ მოულოდნელად დამფრთხალი ცხვრის ფარა აუყვა მთის ციცაბო ბილიკებს და იოანეს სამკვიდრებელთან გაჩერდა. ცხვრების კვალში ჩამდგარი მწყემსების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იხილეს სახენათელი ბერი, გულთბილად რომ ეპატიჟებოდა მათ: "". ყველანი დანაყრდნენ, ერთმა მეცხვარემ კი ზედმეტი ნაყოფიც დაკრიფა, გადამალა და, როცა შინისაკენ გაუყვნენ გზას, ამხანაგებს შესთავაზა. მოპარულ პარკებში ერთი მარცვალიც არ აღმოჩნდა. სირცხვილეული მწყემსები უკან დაბრუნდნენ პატიების სათხოვნელად, იოანემაც შეუნდო სტუმრებს და ღიმილით უთხრა: "ხედავთ, შვილებო?! - ეს ნაყოფები ღმერთს მეუდაბნოის გამოსაკვებად მიუნიშნავს". ამ დროიდან მოყოლებული, ღირს მამასთან მრავლად მოჰყავდათ სნეულები და ბოროტი სულით შეპყრობილები, რომელთაც იგი ლოცვით კურნავდა.
თემატური კითხვები
0