image

სინანულში ჩავარდნილმა შენდობა ითხოვა წმიდა იოანესაგან

სინანულში ჩავარდნილმა შენდობა ითხოვა წმიდა იოანესაგან

ერთხელ წმიდა მამას ავაზაკები დაესხნენ თავს და გააძევეს. ამის შემდეგ იოანემ ერთ ღრმა გამოქვაბულს შეაფარა თავი. მალე მას მოაშურა ძმისწულმა, წმიდა ლუკამაც. ეს ადგილი ისეთი უკაცრიელი იყო, რომ ლუკას გამოჩენა მოსაგრემ თავდაპირველად ეშმაკის საცდურად ჩათვალა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ ჭაბუკი გულწრფელად ესწრაფოდა ცხონებას, სიყვარულით მიიღო იგი. ბიძა-ძმისწულს დიდხანს არ დასცალდათ ერთად ყოფნა. იოანეს ძმამ გაიგო შვილის ადგილსამყოფელი და ძალით წაიყვანა სახლში. შინისაკენ მიმავალი ჭაბუკი გზაზე გველმა დაგესლა და გარდაიცვალა. სინანულში ჩავარდნილმა მამამისმა შენდობა ითხოვა წმიდა იოანესაგან. ღირსი მოსაგრე შემდგომში ხშირად დადიოდა მართალი ყმაწვილის საფლავთან - იქაურობა მის უსაყვარლეს ადგილად იქცა.
0