image

გამომართვი, შვილო, და მიიღე ეს, ღვთის მადლის ნიშნად

გამომართვი, შვილო, და მიიღე ეს, ღვთის მადლის ნიშნად

ერთხელ მამამ ბართლომე ცხენების საძებნელად მინდორში გაგზავნა. გზად, მუხის ქვეშ მან ლოცვად დამდგარი უცნობი მღვდელ-მონაზონი შენიშნა, მიუახლოვდა, ქედი დადრიკა და მორჩილებით დაუწყო ლოდინი მოხუცის ლოცვის დამთავრებას. ბერმა აკურთხა ბავშვი, აკოცა და ჰკითხა, რა გასჭირვებოდა. ბართლომემ გაუმხილა თავისი სატკივარი - წერა-კითხვას ვერ ვსწავლობო და შეევედრა, უფლისგან შემწეობა გამოეთხოვა მისთვის. უცნობმა ბავშვს თხოვნა შეუსრულა - ილოცა, შემდეგ კი ჯვარი გადასახა და სანაწილიდან ამოღებული სეფისკვერის ნატეხი გაუწოდა: "გამომართვი, შვილო, და მიიღე. ეს ღვთის მადლის ნიშნად და წმიდა წერილის გულისხმისსაყოფად გეძლევა". ამ დღიდან ყრმამ წერა-კითხვაც ისწავლა და წაკითხულის საოცარი ანალიზის უნარიც მიემადლა. იგი თავს არიდებდა ბავშვურ გართობებსა და თამაშობებს, გულმოდგინედ ლოცულობდა და მკაცრად მარხულობდა, თავმდაბალი, სიტყვაძვირი, მშვიდი და ალერსიანი ყრმა მშობლების ნების უსიტყვო აღმსრულებელიც იყო.
0