ახლა კი ვცან ჭეშმარიტი ღმერთი!
ახლა კი ვცან ჭეშმარიტი ღმერთი!
წარმართ მთავარს კეთილმსახურმა სასძლომ შეუთვალა: "ნათელიღე და აგეხილება სულიერი და ხორციელი თვალები!" ისიც დაჰყვა რჩევას და უხმო ხერსონის ეპისკოპოსს. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქის მოედანზე მდგარ ტაძარში საზეიმო ნათლობაც აღესრულა. მიმრქმელი დაუსწრებლად იყო ბასილი კეისარი. ახალნათელღებულს სწორედ მისი სახელი უწოდეს. ემბაზიდან ამოსვლისთანავე ვლადიმირს თვალისჩინი დაუბრუნდა და, სიხარულით ატაცებულმა, შესძახა: "ახლა კი ვცან ჭეშმარიტი ღმერთი!"