თემა:
სასწაულები
მზის ჩასვლამდე ხელგანპყრობით იჯდა მოსე წინასწარმეტყველი
მზის ჩასვლამდე ხელგანპყრობით იჯდა მოსე წინასწარმეტყველი
რაფიდინში ებრაელებს თავს დაესხა უდაბნოში მოსახლე ამალეკთა ტომი. მოსემ მომხდურებთან საბრძოლველად ისუ ნავე გაგზავნა მხედრობით, თავად კი აარონთან და ორთან ერთად ბორცვის თხემზე ავიდა. როცა იგი ხელებს მაღლა აღაპყრობდა, ისრაელები ძლიერდებოდნენ, როცა დაუშვებდა - ამალეკს ემატებოდა ძალა. მაშინ აარონმა და ორმა მოსე ლოდზე დასვეს და "განამტკიცებდეს ჴელთა მისთა ერთი ამიერ და ერთი იმიერ". მზის ჩასვლამდე ხელგანპყრობით იჯდა წინასწარმეტყველი და ებრაელებმაც სძლიეს მტერს.