
თემა:
სასწაულები
ღირს მამას ებრძანა, ტაძარი აეგო ყოვლადწმიდა სამების სახელზე
ღირს მამას ებრძანა, ტაძარი აეგო ყოვლადწმიდა სამების სახელზე
ერთხელ, ღამით, როცა იგი უდაბნოში ლოცვად იდგა, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა და წმიდანმა იხილა მისკენ მომავალი, მზეზე უბრწყინვალესი, სპეტაკი სამოსლით მოსილი სამი ჭაბუკი. სამივე მათგანს კვერთხი ეპყრა ხელთ. მოსაგრე ძრწოლამ მოიცვა, მაგრამ გონს რომ მოეგო, მიწამდე თაყვანი სცა სტუმრებს. მათ წამოაყენეს იგი და უთხრეს: "სასოებდი, ნეტარო, და ნუ გეშინინ!" ღირს მამას ებრძანა, ტაძარი აეგო და სავანე მოეწყო ყოვლადწმიდა სამების სახელზე.