ფსიქოლოგი ა. მორი საუბრობს ტელევიზიის ზემოქმედებით გამოწვეული მდგომარეობის მსგავსებაზე

ფსიქოლოგი ა. მორი საუბრობს ტელევიზიის ზემოქმედებით გამოწვეული მდგომარეობის მსგავსებაზე ნარკოტიკულთან: "ხანგრძლივი ყურება, რომელიც ეკრანის ყურებისას უნდა შეინარჩუნოს ტელემაყურებელმა, ღლის მხედველობას და წარმოქმნის გაშეშების მსგავს მდგომარეობას, რასაც თან ახლავს ყურადღების და ნებისყოფის ძლიერი შესუსტება. ასე ხდება ადამიანში საანესეზიო საშუალებების - ეთერის, ალდეჰიდის, ოპიუმის, ჰაშიშის გამოყენებით გამოწვეული აშლილობის მსგავსი მდგომარეობის ჩამოყალიბება". ადამიანის სულზე ასეთივე ზემოქმედებას ახდენს კომპიუტერულ ტექნიკასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით კომპიუტერული თამაშებით და "ინტერნეტის" ქსელით გატაცება. "გარემომცველი სამყარო ასეთ ადამიანში მოწყენილობას იწვევს და იგი ესწრაფვის ვირტუალური რეალობის სამყაროში დაბრუნებას. ადამიანი ნებაყოფლობით იბრუებს თავს "ნარკოტიკული" ვირტუალური ბანგით". (ტ. დუმანსკი, ი. ვორობიოვსკი). ილუზორულ სამყაროში ყოფნის ჩვევა ფსიქოლოგიურად გამართლებულს ხდის ნარკოტიკების მოხმარებას. უკვე არის შემთხვევები პროგრამისტების ნარკომანიით დაავადებისა, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებას იმით ამართლებენ, რომ უნდათ "გონება როგორმე მოალბონ"
 
3