იოსებ ათონელი (ისიხასტი)

დაცემული ბუნება უფრო მეტ განსაცდელებში გვაგდებს

დაცემული ბუნება უფრო მეტ განსაცდელებში გვაგდებს

რა არის ეს ეკალბარდი და სარეველა, თუ არა ერთიმეორეს მიყოლებული განსაცდელები და ყოველდღიური მწუხარებები, რომლებსაც ხან ეშმაკები მოგვაწევენ, ხან გახრწნილი ადამიანები, ხან ჩვენივე უბადრუკი ბუნება, რომელსაც ცუდი ჩვევების გამო ბოროტება აქვს გამჯდარი? სწორედ ეს უკანასკნელი გვაგდებს უფრო მეტ მტკივნეულ საფრთხეებში, ვიდრე სხვა მტრები. ღმერთის წყალობა დროულად რომ არ გვეწეოდეს, წარვწყმდებოდით. ეს ყველაფერი როდემდე გვეუფლება? - მანამო, - ამბობს, - სანამ „მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი“. ასეთი ზღვარი დაუწესა კაცთმოყვარე ღმერთმა ჩვენს ჭირსა და ვაებას.
თემატური კითხვები
0