ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
თემა:
წუთისოფლის ამაოება
ყველაფერი, რაც სიკვდილის შემდეგ აღარ იარსებებს, ამაოებაა
ყველაფერი, რაც სიკვდილის შემდეგ აღარ იარსებებს, ამაოებაა
ყველაფერი ადამიანური, რაც სიკვდილის შემდეგ აღარ იარსებებს, ამაოებაა: არც სიმდიდრე რჩება, არც დიდება რჩება. მოვა სიკვდილი და ყველაფერს გააქრობს. ვაი, როგორ შორს ვართ გადასახლებულები და არ გვსურს ამის გაცნობიერება! რა სიმაღლიდან გადმოვვარდით და არ გვსურს ამის გაცნობიერება! არამედ განზრახ ჯიუტად ვიყრუებთ თავს და თვალებს ვხუჭავთ, ნებით ვიბრმავებთ თავს, რათა ჭეშმარიტება არ დავინახოთ. ვაი ჩვენდა, რომ აქაური ბნელი ნათელი გვგონია, ხოლო იქაურ ნათელს თავს ვარიდებთ მცირე სიამოვნების გამო და სხეულის იმ მცირე შეჭირვების გამო, რომელსაც იქაური განსვენებისთვის განვიცდით. ვაი ჩვენს სისაწყლეს, რომ ღმერთი მოგვიწოდებს მისი შვილები გავხდეთ, ხოლო ჩვენ ბნელეთის შვილები ვხდებით მცირეოდენი თაფლისთვის. დაუსრულებელ საუკუნეებს ვთმობთ პატარა სიამოვნებისთვის, ან პატარა დიდებისთვის, ან პატარა განცხრომისთვის, ან სხვა რამ ხანმოკლე სიამოვნებისთვის. ამიტომაც ნეტარია ის, ვინც ამ ამაო საცდურს მიუხვდა და თავს იკავებს მცირე თაფლის სიამოვნებისგან, რამეთუ იქაური მარადიული სიკეთეების დამკვიდრებას მოელის.