ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
წმინდა მთის მონახულებით სარგებელს მიიღებ და დიდ სიხარულს იგემებ
წმინდა მთის მონახულებით სარგებელს მიიღებ და დიდ სიხარულს იგემებ
ჯობია ახლავე დაიწყო ფულის შეგროვება და, ივნისამდე თუ ვიცოცხლეთ, კოშკში მოხვალთ და ყველაფერს, რაც გინდა, ნახავ: მონაზონ დედებს, ნიკოლას, ჩვენ, ჩვენს ქოხებს, წმიდა მთას — ყველაფერს, ყველაფერს ნახავ. არის იმის შესაძლებლობა, რომ შორიდან დაინახო. ასე რომ, გაემზადე და შეგეწევა უფალი. ძალიან გაგიხარდება, დიდ სარგებელს მიიღებ. მილიონი რომ დახარჯო, ასეთ სიხარულს ვერსად იგემებ, აქ კი ათასი დრაქმით დატკბები.