ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[12] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[12] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წმიდა მთა, ივნისი, 1935 წ.
დიონისაკოს.
ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო ოქროს დიონისე, ჩემო თვალთა ნათელო, ჩემი სიბერის საყრდენო, ჩემი სულის სამკაულო. აჰ, დიონისაკო, შვილო ჩემო, თვალთ დამაკლდა უკვე გზის ყურებით, როდის დაგინახავ და ამოისუნთქავს ჩემი ნატანჯი სული. რომელიც დიდად ირჯება და გულისტკივილით ლოცულობს შენთვის, რათა უფალმა სულითა და ხორცით ჯანმრთელად და საღად დაგიფაროს.
აჰ, ჩემო შვილო, ფრთხილად იყავი, მსოფლიო ძალიან წახდა, ეშმაკი კი ბოროტ გულისსიტყვებს თესს, რათა სულის გულმოდგინება შეანელოს. ამიტომაც, რამდენადაც შეგიძლია, კვერცხს მოერიდე, რამეთუ ამისგანაც იშვება ბოროტება, შენ კი ღმრთისმშობელს შეუვრდი ხოლმე.
[იესოს] ლოცვა თქვი ხოლმე, რადგან, თუ ეშმაკმა შეგაცდინა და რამე ცოდვას ჩაიდენ, მღვდელი ვეღარ გამოხვალ, რაც გულდასაწყვეტი იქნება. ამიტომ, გაფრთხილდი, მაქსიმალურად თავშეკავებული იყავი, მეტანიები გააკეთე, საკუთარ სხეულს გაუბრაზდი ხოლმე, მოსცხე ხოლმე, ცუდ [ხორციელ] გულისსიტყვებს ცეცხლივით გაექეცი. საერთოდ არ მიაქციო ყურადღება, რათა ფესვი არ გაიდგან შენში. მეორე მხრივ, სასო არ წარიკვეთო, რადგან ღმერთი დიდია და შემცოდეთ შეუნდობს. ოღონდ, როცა შეცდომა მოგდის, სინანული უნდა გქონდეს და თავი აიძულო, რომ მსგავსი რამ აღარ ჩაიდინო. ამას მოკლედ გწერ, როდესაც მოხვალ, უკეთ ვისაუბრებთ. ოღონდ შენ მალე მოდი. ბიძაშენსაც ნახავ, რომელიც, ალბათ, ოციოდე დღის შემდეგ მონაზონი გახდება. ამიტომაც მანამდე მოდით.
ვლოცულობ შენთვის.
მამა იოსები
ნიკოლა მოგიკითხავს.
|
|