ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[17] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[17] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წმიდა მთა, 21 აპრილი, 1937 წ. (ბ)
ჩემს საყვარელ დიონისეს, ჩემს ძვირფას შვილს, ჩემი სიბერის საყრდენს, ჩემს იშვიათ მარგალიტსა და ზოგადად ჩემს იდუმალ იმედს – გიხაროდენ, და კვალად გეტყვი: გიხაროდენ!
ავიღე თუ არა ხელში შენი ეპისტოლე, ენა წამერთვა. ვთქვი: „ვინ არის ეს ბოსორიდან მომავალი, სამოსელი კი მისი მეწამულია?“ რატომ დააყოვნა-მეთქი. ასე მოწერა? იქნებ ჩემი ძე მეცადინეობდა-მეთქი, – ვიფიქრე.
ო, ჩემო შვილო, ფრთხილად იყავი, რადგან, ასაკთან ერთად ვნებებიც იმატებს და მათთან ბრძოლაც უფრო სასტიკი ხდება.
ყური დაუგდე ჩემს რჩევას. დედას გულს ნუ სწევეტ, ნურც მამას, თუ გინდა ჟამით მრავალ იყო. დედის ლოცვა-კურთხევა ამტკიცებს სახლს, ხოლო წყევლა აღმოფხვრისო?, – არ გაგიგია? თუ ჩემს სიტყვებს დაიმარხავ, ნეტარი იქნები. სიბრძნე ბევრ სიმდიდრეს გერჩივნოს და გამუდმებით გამოიძიე, რა გარგებს, რათა კარგად წარგემართოს ცხოვრება.
მეგობრებს ნუ გაიჩენ, ნურც უაზრო ბოდიალი შეგიყვარდება, არამედ სულიერი წიგნების კითხვა, რომლებშიც უდიდესი საგანძური და წარმოუდგენელი სიმდიდრეა დაუნჯებული. სწორედ ეს კვებავს სულს და გვამტკიცებს ღმერთის ნების დაცვაში.
მ. ათანასე მოგიკითხავს და სხვა მამებიც,
მეც, შენთვის მლოცველი და სულიერი მამა იოსები.
თუ ჩამოვედი, სულ შენ გვერდით ვიქნები.|
|