ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
მრავალ სულს უნდა შეებრძოლო. ამათგან ყველაზე დიდი სიძვის სულია, რომელიც ანძას ცამდე აღმართავს,
მრავალ სულს უნდა შეებრძოლო. ამათგან ყველაზე დიდი სიძვის სულია, რომელიც ანძას ცამდე აღმართავს, უფსკრულში კი იძირება. შენ მარხულობ, ძილს იკლებ, ღაღადებ, უფალს მოუხმობ, ტირი, გტკივა, ის კი სატანის შემწეობით წამითაც არ ცხრება, არამედ აღძრულია – ცეცხლის ნაშობი ცეცხლი, ესავის თესლი, ბაბილონის ძე. შენ კვნესი, ქრისტეს ევედრები, ირტყამ, ტირი, გტკივა, ის კი გაჰკივის: „ქალი მინდა!“, თანაც ერთი და ორი დღე კი არა, არამედ რვა და ათი წელი, მანამ, სანამ ღმერთი შენს მოთმინებას არ დაინახავს, რომელიც სასოწარკვეთილებას აღწევს და მაშინ უფალი მოგაშორებს ამ ბოროტებას და ვნებაც გშორდება.