ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
თემა:
განსაცდელები
იცი, რას ნიშნავს არავის აწუხებდე და შენ გაწუხებდნენ?
იცი, რას ნიშნავს არავის აწუხებდე და შენ გაწუხებდნენ?
თუ მოვინდომებ, ჩემო დაიკო, სათითაოდ მოგწერო ჩემი განსაცდელები და ვნებები, წიგნის დაწერა მომიწევს, რამეთუ იმათ გარდა, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრება ებრძვიან და ადამიანიც ებრძვის მათ, არის ისეთებიც, რომლებსაც ღმერთი უშვებს ჩვენს გამოსაცდელად, ხოლო ის, რაც ჩვენი ნების გარეშე და საწინააღმდეგოდ ხდება, ძალიან დამღლელი და რთულად დასაძლევია. იცი, რას ნიშნავს არავის აწუხებდე და შენ გაწუხებდნენ? არავის ჰპარავდე, ხოლო შენ გპარავდნენ? აკურთხევდე და გწყევლიდნენ? იწვალებდე, შენ კი გჩაგრავდნენ? აქებდე და განგიკითხავდნენ? უმიზეზოდ მოდიოდნენ და გამხელდნენ? მთელი ცხოვრება შეცდომილს გეძახდნენ? შენ კი, თუმცა იცი, რომ არ არის ისე, როგორც ამბობენ, თანაც ხედავ, რომ განსაცდელი აქეზებს ამაზე, მაინც ვალდებული ხარ სინანული გამოხატო და იტირო, როგორც ამ ყველაფრის მიზეზმა?