
ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 40]
თემა:
სიზარმაცე უდებება
149. ისევე როგორც უმოქმედო სპილენძი, რასაც აღარ მიაგებენ ჯეროვან მზრუნველობას, ხანგრძლივი შეფუთვისა
149. ისევე როგორც უმოქმედო სპილენძი, რასაც აღარ მიაგებენ ჯეროვან მზრუნველობას, ხანგრძლივი შეფუთვისა და გამოუყენებლობის გამო მასზე გაჩენილი ჟანგისგან ლპება და უვარგისი და უსახური ხდება, ამგვარადვე, უმოქმედო სულიც, რომელიც არ ზრუნავს იმაზე, რომ ღირსეულად იღვაწოს და ღვთისკენ მიიქცეს, განაშორებს თავის თავს ღვთის მფარველობისგან უკეთურ საქმეთა შედეგად, და იმ ბოროტების მიზეზით, რაც მცონარების გზით ჩნდება სხეულის ნივთიერებაში, ეს სულიც დაჟანგული სპილენძისებრ იშლება და ცხონებისათვის უსახური და გამოუსადეგარი ხდება.
|