
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
ასეთი ადამიანი მეტად სუფთავდება და გაბრწყინდება
ასეთი ადამიანი მეტად სუფთავდება და გაბრწყინდება
ის კი არ გამოდის გამარჯვებული, ვინც ჭკვიანია, ვინც კეთილშობილური წარმომავლობისაა, ვინც მოქნილად ლაპარაკობს, ვინც მდიდარია, არამედ ის, ვისაც ლანძღავენ, ვინც მაგიდის გადასაწმენდი ღრუბლის მსგავსად შეკრებს ნარჩენებს — იმას, რაც ესმის, რასაც ეუბნებიან, როგორი სიტყვებიც არ უნდა იყოს. , აღწევს მაღალ სულიერ საზომს, ტკბება საიდუმლოთა ხედვით და ამავე ცხოვრებიდან სამოთხეში ხვდება, ხოლო როგორც კი ხილულ თვალებს დახუჭავს, გაეხსნება გონებისმიერი თვალები. და ჯერაც იქაურის განზრახვაშია, რომ აღმოჩნდება იქ, სადაც ეწადა, ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდება, როგორ. სიბნელიდან ნათელში გადადის, გაჭირვებიდან განსვენებაში, ომიდან განუწყვეტელ მშვიდობასა და აუღელვებელ ნავსაყუდელში.