ტელევიზიამ ადამიანს უზარმაზარი ზიანი მიაყენა, - წერს ათონელი ბერი პაისი. - განსაკუთრებით

" ტელევიზიამ ადამიანს უზარმაზარი ზიანი მიაყენა, - წერს ათონელი ბერი პაისი. - განსაკუთრებით დამანგრევლად მოქმდებს ის პატარა ბავშვებზე. ერთხელ ჩემთან სენაკში 7 წლის ბავშვი მოვიდა მამასთან ერთად. მე ვხედავდი, როგორ მეტყველებდა ბავშვის ბაგეებით სატელევიზიო ეშმაკი, ისე, როგორც შეპყრობილების პირით ლაპარაკობს ბოროტი სული. ეს იგივეა, რომ ჩვილი კბილებიანად დაიბადოს. დღეს იშვიათად შეხვდები ნორმალურ ბავშვებს. ისინი ურჩხულებად გადაიქცნენ და თავით კი არ მუშაობენ, არამედ უბრალოდ იმეორებენ იმას, რაც გაიგონეს და დაინახეს. ასეთნაირად, ტელევიზიის მეშვეობით ზოგიერთებს მსოფლიოს გასულელება სურთ. ანუ მათი ჩანაფიქრის მიხედვით, ყველამ უნდა ირწმუნოს ტელევიზიით მოსმენილი და ამის შესაბამისად უნდა მოიქცეს". ამასვე ამბობს საზოგადოებრივი აზრის დამუშავების ცნობილი სპეციალისტი, პროფესორი მ. ჩუკასი: " ტელევიზიის მიზანია საქმის ვითარებაში გარკვევის უნარის და კრიტიკული აზროვნების არმქონე ადამიანის შექმნა. ასეთი ადამიანი ყველაზე დაბალ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება და მხოლოდ გარეგანი და ამიტომ ხელოვნური აღმგზნები და მმართველი ძალების მოქმედებით შეუძლია მოქმედება". ერთ-ერთმა ამერიკელმა "გონების მბრძანებელმა", მარშალმა მაკლუენმა ასეთი აფორიზმი ჩამოაყალიბა: "ინფორმაციის საშუალება არის სწორედ ინფორმაციის შინაარსი", ანუ მთავარი არაა, რა გადაიცემა რადიოთი თუ ტელევიზიით, მნიშვნელოვანია ქვეცნობიერებისა და გრძნობების სფეროზე მოქმედი თვით ეს ინფორმაციის საშუალებები.
    ამგვარად, ეკრანი არის არა მარტო ადამიანის ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, არამედ ანტიქრისტეს ძალაუფლების დამყარების იარაღიც. დღეს უკვე ცხადია, რომ ეკრანი თანამედროვე ადამიანისთვის წარმოადგენს არა იმდენად ინფორმაციის და სამყაროს სურათის ასახვის წყაროს, რამდენადაც კონსტრუქტორს, რომელიც აგრესიულად აპროგრამებს მისი აზროვნების და ქცევის ნორმებს და ქმნის "ახალ მორალს" და ფასეულობათა ახალ სისტემას. ამიტომ მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (როუზი) ტელევიზიას "ანტიქრისტიანული იდეების და შეფასებების მთავარ გამტარებელს" უწოდებდა.
 
3