ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მკვიდრ ღმრთისა თანა და თანამკვიდრ ქრისტესა

მკვიდრ ღმრთისა თანა და თანამკვიდრ ქრისტესა

ღმერთკაცს საშინელი ტანჯვისგან გული შეეკუმშა და აღმოხდა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე?“ (მარკ. 15, 34) მიწა შეირყა და ტაძრის კრეტსაბმელი ხილულად გაიპო შუაზე, ხოლო ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული წყევის მიუდგომელი ზღუდე უხილავად ბოლომდე დაირღვა. იესოს სულის ამოსვლით შეერთდა ის, რაც უწინ გამიჯნული იყო და ადამიანი არა მხოლოდ ღვთის მეგობრად, არამედ ნათესავადაც იქცა, ძეობის მადლი მიიღო. გახდა „“ (რომ. 8, 17), რადგან კაცთა მოდგმამ ღვთის ძეს დედად ყოვლადწმიდა ქალწული მისცა. ქრისტემ მისი წმინდა სისხლისგან შეისხა ხორცი და ეს ხორცშესხმული ღმერთი ღვთისა და მამის მარჯვენით დაჯდა. მას შემდეგ უფალი ზეცაში იხილვება და თაყვანისცემულია ანგელოზთა მიერ თავისი ადამიანური ბუნებითაც.
თემატური კითხვები
0