ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა,

შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილის ცოდვამ დედის სიყვარულს სძლიოს? თუ დედას ასე უყვარს შვილი, როგორ უსაზღვროდ ვუყვარვართ ღმერთს, რომელმაც სიყვარული საქმით გვიჩვენა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის? პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი და სინანულმა აღადგინა იგი. ქრისტიანთა დიდი მდევნელი, პავლე მოციქული, სინანულის გზით მოციქულთა თავი გახდა. მეძავები, ავაზაკები, მეზვერეები და ათასი სხვა დამნაშავე სინანულით განიწმინდა. ამიტომ სევდა და სინდისის გადამეტებული ქენჯნა მოიცილე, იმედით აღივსე, გამხნევდი და სასოწარკვეთის ყოველი გულისსიტყვა განაგდე.

თემატური კითხვები
2