წმ. ანტონი დიდი
თემა: ბუნება

166. იმათი მიზეზით, რომლებიც უღვთოდ ამბობენ, რომ მცენარეც და მწვანილიც სულიერია, დავწერე მე ეს თავი

166. იმათი მიზეზით, რომლებიც უღვთოდ ამბობენ, რომ მცენარეც და მწვანილიც სულიერია, დავწერე მე ეს თავი უმარტივესთათვის საცოდნელად: მცენარეებს აქვთ ბუნებითი სიცოცხლე, მაგრამ სული არა აქვთ, ხოლო ადამიანი "მოაზროვნე ცოცხალ არსებად" ითქმის, რადგან აქვს მას გონება და მიმღებია მეცნიერებისა. რაც შეეხება სხვა ცოცხალ არსებებს, რომლებიც კი მიწაზე და ჰაერში არიან, ხმას გამოსცემენ ისინი, რადგან სუნთქვა აქვთ და სული (სული აქ სუნთქვის მნიშვნელობითაა), ხოლო ყველაფერი ის, რაც იზრდება და იკლებს, ცოცხალია, რადგან ცოცხლობს და იზრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულიც აქვს. ცოცხალ არსებათა სახესხვაობა ოთხია: მათგან ერთი ნაწილი უკვდავია და სულიერი, როგორც, მაგალითად, ანგელოზები, მეორე ნაწილს გონება, სული და სუნთქვა აქვს, როგორც, მაგალითად, ადამიანებს, მესამე ნაწილს სუნთქვა და სული აქვთ, როგორც, მაგალითად, ცხოველებს, მეოთხე ნაწილს კი მხოლოდ სიცოცხლე აქვს, როგორც, მაგალითად, მცენარეებს. ასე რომ, სიცოცხლე მცენარეებში შემტკიცებულია სულის, სუნთქვის, გონების და უკვდავების გარეშე, თუმცა არც სხვა რომელიმეს ძალუძს სიცოცხლის გარეშე არსებობა, ყველა სული კი _ ცხადია, ადამიანური, _ მარადმოძრავია ერთი ადგილიდან მერორე ადგილზე.
 
0