წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ჰოი, რა ნეტარია ხელი, რომელმაც ეს შექმნა
ჰოი, რა ნეტარია ხელი, რომელმაც ეს შექმნა
„ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა" (რომ. 8, 18), რომელიც გველის. გიხაროდეს, შვილო, დიდი სიხარულით, რადგან სახიერი ღმერთი, რომელზეც ჩვენი ცხონების იმედს ვამყარებთ, ღირსგვყოფს ყველა ერთად ვიყოთ მის სასუფეველში და ქრისტესთვის სალოსი წმინდა ანდრიას სიტყვებით ვთქვათ: „ჰოი, რა ნეტარია ხელი, რომელმაც ეს შექმნა“. ზეციური იერუსალიმი, ხელთუქმნელი მხიარული ქალაქი ღვთის შვილებს ელის, მათზე რომ იზრუნოს და დიდი შვებით განუსვენოს. ეს შვილები ამ ცხოვრებაში მრავალტანჯულ სხეულს ატარებენ, ევნებიან და იტანჯებიან.