წყარო:
მამობრივი დარიგებანი
განსაცდელი ღვთის წმინდა ხელით გვეგზავნება
განსაცდელი ღვთის წმინდა ხელით გვეგზავნება
მუდამ მზად უნდა ვიყოთ ყველა იმ განსაცდელის უდრტვინველად მოსათმენად, რასაც მკურნალის, ღვთის წმინდა ხელი გამოგვიგზავნის. ასეთი განსაცდელი ჩვენი უსაზღვროდ მოყვარული უფლის დაშვებით მოდის, ამიტომ არასოდეს იქნება ცუდი; მის კეთილ შედეგს და ღვთის მთავარ მიზანს მხოლოდ განსაცდელის შემდეგ დავინახავთ.