წმ. ანტონი დიდი
თემა: ბოროტება

168. ისევე როგორც შობაში არის ვნება, რადგან რაც კი ამ ცხოვრებაში წარმოიშვება, იხრწნება კიდეც,

168. ისევე როგორც შობაში არის ვნება, რადგან რაც კი ამ ცხოვრებაში წარმოიშვება, იხრწნება კიდეც, ამგვარადვე არის ვნებაში ბოროტება. მაგრამ ნუ იტყვი, რომ არ შეუძლია ღმერთს ბოროტების აღმოფხვრა, რადგან ამის მთქმელი უგრძნობოდ და უგუნურად მეტყველებს. არ იქნებოდა მართებული, რომ ღმერთს მოესპო ნივთიერება იმ მიზეზით, რომ ნივთიერებაშია ეს ვნებები, თუმცა ღმერთმა ჯეროვნად მოუსპო ადამიანებს ბოროტება იმით, რომ გონება, მეცნიერება, ცოდნა და სიკეთის განმრჩეველობა მიჰმადლა მათ, რათა ბოროტების შეცნობით (ესე იგი, იმის შეცნობით, რომ ზიანი მოაქვს მას ჩვენთვის), თავი დაგვეღწია მისგან, მაგრამ უგუნური ადამიანი ბოროტებას მისდევს, ამაყობს კიდეც მისით, ბადეში მოქცეულივით ბრძოლობს, არის რა შიგნით გახვეული მის მიერ, და არ ძალუძს, რომ ოდესმე ზეაღიხილოს, დაინახოს და იცნოს ღმერთი, რომელმაც ყველაფერი ადამიანის ცხონებისა და განღმრთობისათვის შექმნა.
 
თემატური კითხვები
0