წმ. ანტონი დიდი

170. როდესაც მადლიერებით დაწვები საკუთარ საწოლზე და შენთვის ჩაუფიქრდები ღვთის ქველმოქმედებასა და

170. როდესაც მადლიერებით დაწვები საკუთარ საწოლზე და შენთვის ჩაუფიქრდები ღვთის ქველმოქმედებასა და ესოდენ წინაგანგებულებას, კეთილი აზრით აღვსილი უფრო მეტად გაიხარებ და ხორცილი ძილი სულის მღვიძარებად გექცევა შენ, ხოლო თვალების მილულვა - ჭეშმარიტ ღვთისმხილველობად; ამასთან, შენი დუმილი, სიკეთით სავსექმნილი, მთელი სულითა და ძალით მოგანიჭებს შენ ზეაზიდულს, გრძნობად დიდებას ყოველთა ღვთისას, რადგან ადამიანისგან ბოროტების აღმოფხვრის შემდეგ, მასში მხოლოდღა სამადლობელია, რაც ყოველ მდიდრულ მსხვერპლზე მეტად ესათნოება ღმერთს, რომელსაც შეჰფერის დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 
თემატური კითხვები
3