წმ. ესაია განშორებული - სულიერი ბრძოლა
 

თემა: სულიერი ბრძოლა

2. თუ მტრულ ძალას წინ აღუდგები და ნახავ მას შენგან მოუძლურებულს, რომელიც უკან გარბის, ნუ გაიხარებს შენი გული, რადგან უკეთურ სულთა ბოროტება მათვე უკან იმალვის, ამზადებენ რა ადრინდელზე უფრო საშინელ ლაშქარს, რასაც ჯერ ქალაქის უკან ტოვებენ და უბრძანებენ, უძრავად იყოს. შემდეგ, როდესაც წინ აღუდგები და შეუტევ მათ, უძლურად გაიქცევიან შენგან, მაგრამ გაამაყდება რა შენი გული მათი განდევნით და დატოვებ რა ქალაქს, მტერთა ნაწილი ზურგიდან ამოიმართება, ნაწილი წინიდან დადგება და შუაში მოაქცევენ უბადრუკ სულს, რომელსაც უკვე არსად ექნება თავშესაფარი. ქალაქი ლოცვაა, წინაღდგომა _ ქრისტესმიერი სიტყვისგება, შეტევა კი - მრისხანება.
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები