
ავტორი:
აბბა ისაია განდეგილი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 48]
თემა:
სინდისი
3. საყვარელნო, დავდგეთ ღვთის შიშით, დავიცვათ და შევინარჩუნოთ სათნოებათა საქმე, ნუ დავაბრკოლებთ ჩვენს
3. საყვარელნო, დავდგეთ ღვთის შიშით, დავიცვათ და შევინარჩუნოთ სათნოებათა საქმე, ნუ დავაბრკოლებთ ჩვენს სინდისს, არამედ ვილოცოთ ჩვენთვის ღვთის შიშით, ვიდრე სინდისი არ გაათავისუფლებს თავის თავს ჩვენთან ერთად, რომ მოხდეს შეერთება ჩვენსა და მას შორის და შემდეგ იგი გახდეს ჩვენი დამცველი, გაგვიცხადებს რა ყოველივეს, რაშიც ვბრკოლდებით, მაგრამ თუ მისას არ შევისმენთ, განდგება ჩვენგან და დაგვტოვებს, ხოლო ჩვენ ჩავცვივდებით ჩვენი მტრების ხელებში და აღარ გაგვიშვებენ ისინი მეტად, როგორც გვასწავლა ეს ჩვენმა უფალმა, გვითხრა რა: "შეიცანი შენი მოსარჩელე, ვიდრე გზაში ხარ მასთან ერთად (და შემდგომი)" (მათე 5. 25). ამბობენ, რომ სინდისია მოსარჩელე, რადგან ეწინააღმდეგება იგი იმ ადამიანს, რომლსაც სურს, რომ ხორცის ნება აღასრულოს, და თუ არ მოუსმენს ადამიანი თავის სინდისს, ეს უკანასკნელი გადასცემს მას მისსავე მტრებს.
|