ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

შორს იმედის გაცრუება და სასოწარკვეთილება!

შორს იმედის გაცრუება და სასოწარკვეთილება!

მოღალატე იუდამ თავი უფალს მიუძღვნა, სხვა მოციქულებთან ერთად მადლის თანაზიარი გახდა, სასწაულებსაც აღასრულებდა, ბოლოს კი მისი გემი ჩაიძირა.
უსჯულოების, ბოროტმოქმედების, უზნეობისა და სხვა საქმეთა ჩამდენმა ავაზაკმა ღაღადყო, შეწყალება ითხოვა და საუკუნო ნეტარების წყნარ ნავსაყუდელში სამუდამოდ განისვენა.
ებრაელი ერი, რომელსაც ღვთისგან აღთქმები ჰქონდა მიღებული და უფლისგან რჩეულად და წმინდად იწოდებოდა, დაბრმავდა და ღმერთი სამუდამოდ დაკარგა.
ბარბაროსმა ერებმა კი, რომლებიც მეძავს ჰგავდნენ, ქადაგება მიიღეს და დაიმკვიდრეს ღმერთი, რომელიც ისრაელმა უარყო.
ამიტომ, შორს იმედის გაცრუება და სასოწარკვეთილება! როგორი ცოდვილებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ვალია გონების თვალი მარად ღმერთს მივაპყროთ. როგორც მონები უყურებენ თავის უფალს ხელებში, ჩვენც უფალს მივაპყროთ მზერა და მარად მის წყალობას ველოდოთ, ვიდრე შეგვიწყალებს.
თემატური კითხვები
0