ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

აი, წამის ფასი - სადაც გიპოვი, იქ განგიკითხავ!

აი, წამის ფასი - სადაც გიპოვი, იქ განგიკითხავ!

„სადაც გიპოვი, იქ განგიკითხავ“ (ეზეკ. 33, 20). აი, წამის ფასი. გიპოვა სინანულში? მოგისწრო აღსარების დროს? მაშინ დაგეწია, როცა ამბობდი: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა“ (ლუკ. 15, 18)? გულწრფელი სინანულისა და თავის დადანაშაულებისას ცრემლმომდგარს მოგიახლოვდა? აჰა, ღმერთი ერთ წამში განგსჯის, როგორც თქვა: „სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა“ (ფსალმ. 144, 14).
თუ საპირისპირო მდგომარეობაში მოგისწრო, ჰოი, ადამიანო, მაშინ სულის თვალი აგეხილება და ნახავ, რაც დაკარგე, მაგრამ რა სარგებელი გექნება? სამსჯავროს შემდეგ ფუჭია სინანული. ზეიმის დასრულებისას ამაოა სიტყვები. ყველაფერი დამთავრებულია!
თემატური კითხვები
0