ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ნეტარია ის, ვინც თავს აიძულებს და თავიდან დაიწყებს!

ნეტარია ის, ვინც თავს აიძულებს და თავიდან დაიწყებს!

თითოეულმა ჩვენგანმა, უპირველესად მე, როგორ ვიზარალეთ და ვერ ვაცნობიერებთ! ოდესმე, როცა ჩვენს სულს სხეულიდან გასვლა მოუწევს, გავიაზრებთ ამას, მაგრამ, ვაი, რომ უკვე გვიან იქნება. ვეღარაფერს გამოვასწორებთ. საჭიროა ეს ახლა გავაცნობიეროთ, ახლა გავიაზროთ, სანამ თავიდან დაწყება და ჩვენი ცხოვრების ძვირფასი დროის გამოყენება შეგვიძლია. ნამდვილად ნეტარია ის, ვინც თავს აიძულებს და თავიდან დაიწყებს, რადგან ერთ მშვენიერ დღეს სულიერად მდიდარი გახდება.
0