21. მიაყურადე შენ გულს, ძმაო, და იფხიზლე შენი მტრების წინააღმდეგ, რადგან ისინი ყოვლადმზაკვარნი არიან

21. მიაყურადე შენ გულს, ძმაო, და იფხიზლე შენი მტრების წინააღმდეგ, რადგან ისინი ყოვლადმზაკვარნი არიან თავიანთ ბოროტებაში. გულით ერწმუნე შემდეგ სიტყვას: შეუძლებელია, რომ ბოროტის მოქმედმა ადამიანმა კარგი საქმეები აღასრულოს. ამიტომ გვასწავლა მღვიძარება ჩვენმა მაცხოვარმა, როდესაც გვითხრა: "ვიწროა ის კარი და საძნელოა ის გზა, რასაც სიცოცხლისკენ მივყავართ, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (მათე 3.14).
 
თემატური კითხვები
3