ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ცუდად შფოთებს ყოველი მიწით შობილი

ცუდად შფოთებს ყოველი მიწით შობილი

სიამოვნება მათთან ერთად ქრება, ვინც ამით ტკბება, რადგან ყოველივე ადამიანური აჩრდილია. ყველაფერი წარმავალი და განქარვებადია. ჭეშმარიტად სიზმარი და ზმანებაა ყოველივე კაცობრივი. ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ცივ სამარეში წვებიან. იქ ღრმად დამარხულნი მდუმარედ ღაღადებენ, რომ ყოველივე კაცობრივი ჭეშმარიტად ამაო და ხიბლია. „ცუდად შფოთებს ყოველი მიწით შობილი... ოდეს ყოველი სოფელი შევიძინოთ, მაშინ საფლავივე დავიმკვიდროთ, სადა იგი ყოველნივე ერთბამად დაემკვიდრებიან, მეფენი და მთავარნი, მდიდარნი და გლახაკნი“
0